სინქრონული თარგმნა – ზეპირი თარგმნის ნაირსახეობა, რომელიც გულისხმობს თარგმანს ერთდროულად (სინქრონულად) ორატორთან ერთად.

სინქრონული თარგმნის უპირატესობები

  • გამომსვლელის (ორატორის) სიტყვა ისმის უწყვეტად. ეს ეხმარება გამომსვლელს შეინარჩუნოს აუდიტორიის ყურადღება, იგრძნოს მსმენელის განწყობა და რეაქცია.
  • ღონისძიების ჩატარების დრო მცირდება დაახლოებით ორჯერ თანამიმდევრულ თარგმანთან შედარებით
  • მონაწილეთა კომფორტი: უცხო ენების ფლობა დღეს არაა იშვიათობა, ამიტომ ბევრ მონაწილეს ურჩევნია პრეზენტაცია / მოხსენება მოისმინოს ორიგინალ ენაზე და მათ აღიზიანებთ, როცა თანამიმდევრული თარგმანის დროს გამომსვლელი ჩერდება და ყველა უსმენს თარგმანს.
  • საშუალება, რომ ღონისძიება ერთდროულად ითარგმნოს რამდენიმე ენაზე
  • იზრდება მიმდინარე ღონისძიების მნიშვნელობა

აუცილებელია იცოდე:

  • სინქრონული თარგმნის უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი აპარატურა;
  • რადგან სინქრონული თარგმნის პროცესში თარჯიმანი განიცდის დიდ გონებრივ დატვირთვას და დაძაბულობას თარჯიმნები მუშაობენ რიგრიგობით, შესაბამისად თითოეული თარჯიმნის უწყვეტი სამუშაო პროცესი არ უნდა აღემატებოდეს 20-30 წთ;
  • თარჯიმან-სინქრონისტები მუშაობენ ჯიხურში, რომელიც დამონტაჟებულია დარბაზში, სადაც ტარდება ღონისძიება;
  • პროფესიონალი თარჯიმან-სინქრონისტი არ თარგმნის სინქრონულად სპეციალური აპარატურის გარეშე და ნამდვილად არ იმუშავებს მარტო, რადგან იგი ზრუნავს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და თავის პროფესიულ რეპუტაციაზე.

თანმიმდევრული თარგმნა

თანმიმდევრული თარგმანის დროს მომხსენებელი ან შეხვედრის მონაწილე ყოველი წინადადების ბოლოს აკეთებს პაუზას და ამით საშუალებას აძლევს თარჯიმანს, გადმოსცეს ნათქვამი უცხო ენაზე ან პირიქით – უცხო ენიდან ქართულად, ან უცხო ენიდან უცხო ენაზე.

თანმიმდევრული თარგმანი, როგორც წესი, გამოიყენება:

  • საქმიანი მოლაპარაკებები;
  • სატელეფონო ან Skype-ის მეშვეობით მოლაპარაკებები;
  • სემინარები და სამუშაო შეხვედრები;
  • ბრიფინგები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები;
  • ფურშეტები, საზეიმო ღონისძიებები.

თანმიმდევრული თარგმანი შეუცვლელია ისეთი სახის ღონისძიებაბისას, როდესაც მონაწილეთა რაოდენობას ჯგუფებში უწევთ მუშაობა ან სავალდებულოა ადგილმდებარეობის შეცვლა (მაგ: პრაქტიკული მეცადინეობები ველზე) და ა.შ.

თანმიმდევრული თარგმნის დროს იზრდება ღონისძიების მიმდინარეობის ხანგრძლივობა, საგრძნობია, როგორც გამომსვლელის, ასევე მსმენელის დაღლილობაც და უმეტეს შემთხვევაში უარყოფითად აისახება ღონისძიების შედეგზეც.

თარჯიმანი სასამართლოში

ხშირად პროფესიონალი თარჯიმნის მომსახურება საჭიროა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე.

სამოქალაქო-საპროცესო კანონის მიხედვით: “საქმის იმ მონაწილეებს, რომლებიც არ ფლობენ სასამართლო წარმოების ენას, იურიდიული პირების გამოკლებით, სასამართლო აძლევს უფლებას საქმის მასალების განხილვასა და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღონ თარჯიმნის გამოყენებით” თუმცა თვით სასამართლო თარჯიმანს წარადგენს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.