Goga Askurava
  • 1995 წელს მოქმედმა თარჯიმან-სინქრონისტმა, გოგა ასკურავამ დააფუძნა კომპანია და აქტიურად დაიწყო მუშაობა ინგლისური ენის შესწავლის უნიკალურ მეთოდზე, რომელიც სინქრონულ თარგმანს ემყარება.
  • 2003 წელს აფუძნებს ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრს და ასევე, აფართოებს მოღვაწეობის სფეროს. კომპანიაში მუშაობას იწყებენ მოქმედი თარჯიმნები. არსებულ მომსახურებებს ემატება წერილობითი და ზეპირი თარგმნით მომსახურება საქართველოში მოთხოვნად ყველა ენაზე.
  • 2003 წლიდან კომპანიის მომსახურებით სარგებლობს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. გოგა ასკურავა და კომპანიის სხვა თარჯიმნები  აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე ისეთი ორგანიზაციების ეგიდით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გამოძიების ფედერალური ბიურო, ევროკავშირი და ა.შ. თანამშრომლობს საერთაშორისო პროექტებთან და ყველა არსებულ ტელეკომპანიასთან. თავად გოგა ასკურავა ახორციელებს პირდაპირ ეთერში სინქრონულ თარგმანს – ფართოდ აშუქებდა მოვლენებს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში.
  • 2010 წელს მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპანია იგებს TAEX/IBF ტენდერს.
  • 2014 წელს კომპანია ხდება ჩინეთის უმსხვილესი სინქრონული თარგმნისა და გახმოვანების აპარატურის მწარმოებელი კორპორაციის – GONSIN Conference Equipment Co – პარტნიორი.
  • 2016 წელს კომპანია ხდება საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა (ICC) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) წევრი.
  • 2017 წლიდან კომპანია CSR კლუბის წევრი გახდა.
  • 2017 წელს იქმნება გოგა ასკურავას საერთაშორისო ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს 5 კომპანიას.
  • 2018 წელს ”TEP EVENT”-ი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა.

მისია

ჩვენი მისიაა განათლების, საკონფერენციო და ბიზნესსაქმიანობის სხვადასხვა სფეროში ორიენტირებული ვიყოთ მომხმარებლებზე, მოვუსმინოთ, გავაცნობიეროთ მათი სურვილები, რათა შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომლითაც ზუსტად ვუპასუხებთ დაინტერესებული სეგმენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან იქონიოს გრძელვადიანი, ნდობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ურთიერთობა.

ჩვენი მთავარი ფასეულობებია:

მაღალი ხარისხის მომსახურება და თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა;

გამჭვირვალობა და პატიოსნება: მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ მომხმარებლის ნდობა, რადგან ჩვენ სწორედ მათთვის ვქმნით პროდუქტს.

კომპანიის მიზანია მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, ამიტომაც ჩვენი საქმიანობა არის უშუალო და ღია.

ჩვენი გუნდი მუდმივად აფასებს და აუმჯობესებს საკუთარ საქმიანობას.

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვსურს

  • შევთავაზოთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება კონკურენტუნარიან ფასად;
  • ხარისხისა და ფასის შენარჩუნებით გავზარდოთ ჩვენი ბაზრის წილი;
  • მუდმივად ვეძიოთ ახალი ცოდნა და გამოცდილება, რათა მივყვეთ ჩვენს ხედვასა და მისიას.