ადგილი წარმატებული შეხვედრებისთვის

A space“-ი დეტალურად გათვლილი დიზაინის მქონე სივრცეა კონფერენციების, სემინარების, ვორკშოფების, პრეზენტაციების, ტრენინგებისა თუ სხვა სახის ბიზნესშეხვედრების გასამართად. ნებისმიერი საქმიანი შეხვედრისა თუ ღონისძიების წარმატება დამოკიდებულია სწორ ორგანიზებასა და დაგეგმვაზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე, კომფორტულ პირობებსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებაზე.
ჩვენ, თქვენი სურვილის შესაბამისად, ორგანიზებას გავუწევთ მსუბუქ და გემრიელ „ყავის შესვენებას“. ღონისძიების განმავლობაში შეგვიძლია უზრუნველვყოთ მცირე ზომის ფურშეტი.

დარბაზი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით (აპარატურით) და საჭირო ინვენტარით.

საკონფერენციო დარბაზში შესაძლო განლაგება:
დარბაზის მთლიანი ფართი – 70 მ2;
თეატრალური განლაგება – 50 ადამიანი;
საკლასო ოთახი – 30 ადამიანი;
საკონფერენციო განლაგება – 30 ადამიანი;
U ფორმა – 20 ადამიანი. საკონფერენციო დარბაზის ზემოაღნიშნულ წყობათა გეგმა (მაგიდების განლაგება) იხილეთ ბმულზე: PDF

საკონფერენციო დარბაზში შესაძლო განლაგება:

  • სამუშაო დრო – 24/7;
  • უსადენო ინტერნეტი (Wi-Fi );
  • გათბობა-გაგრილების სისტემა;
  • აივანი;
  • პროექტორი (ჭერზე დაკიდებული)/ეკრანი;
  • გახმოვანების სისტემა;
  • HDMI / VGA;
  • ფლიპჩარტი, ფურცლები ან ბორდმარკერის დაფა, მარკერები;
  • კალამი/ბლოკნოტი, წყალი და ერთჯერადი ჭიქები (დამატებითი მომსახურება);
  • ცენტრალური ადგილმდებარეობა.

დამატებითი მომსახურება:

  • ღონისძიების უზრუნველყოფა სინქრონული თარგმნის აპარატურით;
  • საკონფერენციო აპარატურის ინსტალაცია და ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • თარჯიმნის ჯიხურის მონტაჟი;
  • უსადენო მიკროფონები;
  • LCD მონიტორი;
  • ლეპტოპი;
  • სცენა;
  • ტრიბუნა;
  • ღონისძიების უზრუნველყოფა პროფესიონალი თარჯიმნებით ყველა მოთხოვნად ენაზე;
  • თანმიმდევრული/სინქრონული თარგმნა;
  • ღონისძიების ქეითერინგი (ფურშეტი);
  • დარბაზის უზრუნველყოფა დეკორაციით.

საკონფერენციო დარბაზი ქირავდება ნახევარი ან სრული დღით.
სრული დღე: საკონფერენციო დარბაზის 8 საათით ქირაობის ღირებულება შეადგენს 650 ლარს.
ნახევარი დღე: საკონფერენციო დარბაზის 4 საათით ქირაობის ღირებულება შეადგენს 400 ლარს.
ფასები მოცემულია დღგ-ის გარეშე.
ჩვენი 4 მარტივი რჩევა დაგეხმარებათ კომპანიის სწორად შერჩევაში:
სანდოობა კომპანიის შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თქვენი პროექტის წარმატება – მიზნის შედეგად ქცევა – სწორედ შერჩეული კომპანიის სანდოობაზე, მის იმიჯსა და რეპუტაციაზეა დამოკიდებული.
პროფესიონალიზმი წარმატებული ივენთკომპანიის სავიზიტო ბარათია. არჩევანის გაკეთებისას საჭიროა მიზანზე ფოკუსირება და კვალიფიციურ კადრებზე, ორგანიზაციულ კულტურასა და მაღალტექნოლოგიურ მომსახურებაზე აქცენტირება.
ხარისხზე ორიენტაცია 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. მაღალი კონკურენციის პირობებში მაქსიმალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია დროის მინიმალური დანახარჯით თქვენს იდეას წარმატებულ პროექტად აქცევს.
ბიუჯეტირება პროექტის განხორციელების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შერჩეულ კომპანიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია, ბიუჯეტის დაგეგმვისას თანამონაწილეობა თქვენი ხარჯების მიზნობრიობასა და სწორ არჩევანში საბოლოოდ დაგარწმუნებთ.
თქვენი იდეის ხორცშესხმა მიანდეთ მას, ვინც ადამიანურ, მატერიალურ და დროის რესურსს არ დაიშურებს თქვენი წარმატებისთვის!
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: (+995) 551 98 20 10