21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში ბლოკჩეინ ინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა“ უმასპინძლა.
კონფერენცია ჩატარდა ბიტმეინისა და მისი პარტნიორი კონპანიის ბიტკანის მხარდაჭერით.
აღნიშნული კონფერენცია 2018 წლის ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბლოკჩეინისა და მაინინგის ინდუსტრიაში, მასში 1000-ზე მეტმა სტუმარმა და 30-ზე მეტმა გამომსვლელმა მიიღო მონაწილეობა, რომლის უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენდა: ბლოკჩეინ ინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრიაში.
ღონისძიების სრული მხარდაჭერა უზრუნველყოფილია “TEP EVENT”-ის მიერ
FACEBOOK კომენტარები