გოგა ასკურავას ენების ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია საქართველოში. ეს არის დიდი ოჯახი ბატონი გოგა ასკურავას ხელმძღვანელობით, რომელიც გამოირჩევა თბილი და კეთილი დამოკიდებულებით მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების მიმართ. ის დაუღალავი შრომით ყოველდღიურად ცდილობს ცენტრის განვითარებას.

ცენტრს 4 წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ დიდი სიხარულით ვსტუმრობ. ყველა მოსწავლე ამ დიდი ოჯახის წევრია. ცენტრს საუკეთესო მასწავლებლები ჰყავს, რომლებსაც განსაკუთრებული სწავლის მეთოდებით შეუძლიათ მარტივად ასწავლონ ინგლისური. მათი პროფესიონალიზმი ყოველთვის აისახება მოსწავლეების მაღალ შედეგებზე.

მიხარია, რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი.